ახალი წლის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით , ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რომელ სასურსათო პროდუქტებზეა განსაკუთრებით მომატებული ფასი და ხალხის აზრი მოისმინა, მათი განწყობა არაერთგვაროვანია. გაზრდილი ფასები და შემცირებული რეალიზაცია - ეს ის პრობლემებია, რომლებიც როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს აწუხებს. რეალიზატორთა თქმით, ჯერჯერობით წინასაახალწლოდ ფასები არ შეცვლილა.