თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ვარჯიშის ვიდეოს გვიზიარებს
07.12.2022
უკან დაბრუნება
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ვარჯიშის ვიდეოს გვიზიარებს და წერს:
,,რამდენიმე კვირის წინ ოსნაბრუკის ცენტრში სეირნობისას დათიმ სკეიტბორდების მაღაზია დაინახა, სასწრაფოდ შეგვიყვანა და დიდი ინტერესით დაათვალიერა იქაურობა.
ბოლოს აირჩია თავისი მოსაწონი.
ასეთი რწმენით და მონდომებით მთებს გადავდგამთ დედი... მადლობა უფალს, რომ ყველაზე ძლიერი შვილი მაჩუქა მთელ სამყაროში", - წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.