სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე, 9.5 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა
07.12.2022
უკან დაბრუნება
სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე, 9.5 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებიც. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს. აღნიშნული გზის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია. აქტიურად გრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.