„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს
07.12.2022
უკან დაბრუნება
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრას პარტიის სამდივნო, საპარლამენტო ფრაქციის წევრები დაესწრნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული მიდგომა არასდროს ყოფილა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრეზიდენტის სასჯელი არ გადავადდება, პარტიამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს, მათ შორის აქციები.