თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ გია ბუღაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას „ცრუს“ უწოდებს
06.12.2022
უკან დაბრუნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ გია ბუღაძის
გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას „ცრუს“ უწოდებს. ამის თაობაზე
გაზეთი კვირის პალიტრა იუწყება.
“გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას, ისევე, როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიცითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არმოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები“, - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.