ქუთაისის ოპერის თეატრში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის 21 მილიონიანი პროექტი კულტურული დაწესებულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
06.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ოპერის თეატრში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის 21 მილიონიანი პროექტი კულტურული დაწესებულებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ოპერაში დასაქმებულები ამბობენ, მათ მუშაობისათვის პირობები არა ქვთ. კერძოდ, თეატრში ჭერიდან წყალი ჩამოდის, ადგილზე ასევე უჩივიან გათბობა-გაგრილების სისტემისა და კანალიზაციის არარსებობას. რთული პირობების მიუხედავად, თეატრი მაინც განაგრძობს მუშაობას.