პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ დღეს სამართლიანი არჩევნების ქუთაისის რეგიონულ ოფისში
05.12.2022
უკან დაბრუნება
პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ დღეს სამართლიანი არჩევნების ქუთაისის რეგიონულ ოფისში.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ერთობლივი პროექტის „მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის“ ფარგლებში , დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით ორგანიზაციის მიმდინარე საქმეები გააცნეს.