დღეს ქუთაისში დიმიტრი მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი გაიხსნა
18.05.2016
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისში დიმიტრი მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი გაიხსნა.მუზეუმი 1993 წლის 24 ნოემბერიდან ისტორიული ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში განთავსდა.1995 წელს მუზეუმის შენობა ცისფერყანწელთა N7 -ში გადაეცა ,რომელსაც 2008 წელს ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დემონტაჟი გაუკეთდა.8 წლის განმავლობაში დაწესებულებამ არა ერთ შენობა გამოიცვალა.ქ.ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ფოტო-კინო მატეანის მუზეუმს ნიუპორტის N7 მდებარე ფართი უსასყიდლოდ გადაეცა.
მუზეუმში ინახება ათეულობით ათასი ფოტონეგატივი და ათასობით ფოტოსურათი,რომელთა დამუშავება-იდენტიფიკაცია პერიოდულად მიმდინარეობს.
ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის გახსნის ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელობა და სტუმრები დაესწრნენ.