შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ოპერის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
05.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში ოპერის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტის მოსამზადებლად, სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა თეატრის შენობის ძირეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია. ქუთაისის ოპერის აღორძინების პროექტი თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით გულისხმობს. პროექტის პრეზენტაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.