ქუთაისის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მხიარული სტარტების მუნიციპალური ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
05.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მხიარული სტარტების მუნიციპალური ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა. ასევე მოეწყო პარაოლიმპიელებს შორის ღია პირველობა ჭადრაკში. ღონისძიებები ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცა.