ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა
01.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა. ამიერიდან მასში დაცულ დოკუმენტებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება.
ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ინვენტარითა და სარესტავრაციო მასალით. რესტავრატორებმა კვალიფიკაცია თბილისში მდებარე ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში აიმაღლეს.
ახალი ლაბორატორია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა დაათვალიერა და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს გაეცნო.