შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება
01.12.2022
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი მსოფლიო საზოგადოების ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა. თარიღთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც სტატისტიკასა და არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება.