ქუთაისის მერია კომპანიას ეძებს, რომელიც ქალაქის მასშტაბით არსებული შადრევნებისა და სასმელი ნიჟარების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს
01.12.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია კომპანიას ეძებს, რომელიც ქალაქის მასშტაბით არსებული შადრევნებისა და სასმელი ნიჟარების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს.
აღნიშნული მომსახურების გასაწევად ქუთაისის მერია მზად არის, 400 000 ლარი გადაიხადოს.
სატენდერო პირობების მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლება მოითხოვს, რომ პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების გაწევის გამოცდილება.
კომპანიას კი, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ქუთაისში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობა 2023 წლის ბოლომდე დაევალება.