შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება
29.11.2022
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთში მოწყობილი სტუდენტთა ექსპედიციის შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაშისოციალური ქსელის საშუალებით თურქეთში მოღვაწე ქართველები და სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები ჩაერთვნენ.