საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვმა კატასტროფულად იმატა
29.11.2022
უკან დაბრუნება
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვმა კატასტროფულად იმატა. მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. ათობით ადამიანი ხდება თავზეხელაღებულ მძღოლთა თარეშის მსხვერპლი.მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდაა. ამ ტრაგედიის ერთ-ერთი ფაქტორი ნასვამ და ნარკოტიკებით გაბრუებულ მძღოლთა სიმრავლეა. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს გაურკვეველ ვითარებაში გაცემული მართვის მოწმობები. მძღოლთა თავაშვებულობას ვერც ვიდეოკამერების სიმრავლე შველის., საპატრულო ეკიპაჟებიც თითქმის გაქრნენ თვალთახედვიდან, ყოველ შემთხვევაში ქუთაისში ასეა .უკონტროლობამ გამოიწვია ე. წ. ზებრა- გადასასვლელებზე დაღუპულთა სიმრავლე. რა ხდება, ვის ევალება ამ საკითხის მოგვარება, ვის კისერზეა ამდენი მსხვერპლი და ტრაგედია, ამ კითხვებზე ქუთაისელები პასუხობენ.