საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა
28.11.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.