„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ეხმიანება ცხრამუხის მონასტერში მომხდარ დანაშაულს
28.11.2022
უკან დაბრუნება
„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ეხმიანება ცხრამუხის მონასტერში მომხდარ დანაშაულს და აცხადებს, რომ მომხადარზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
ამის შესახებ სამი ოპოზციური პარტიის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
„ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებული შემზარავი ძალადობა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია. ამ და უკანასკნელ დღეებში მომხდარ სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებელობა ეკისრება პრორუსულ „ქართულ ოცნებას“, რომლებმაც დაუცველობა, შიში, სისასტიკე ცხოვრების წესად და ნორმად აქციეს. დაუცველია ყველა – ბავშვები, ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ძალადობრივი სისტემა საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.