მეუფე კალისტრატეს ცხოვრებასა და მის სასულიერო მოღვაწეობას ფილმი მიეძღვნა
26.11.2022
უკან დაბრუნება
მეუფე კალისტრატეს ცხოვრებასა და მის სასულიერო მოღვაწეობას ფილმი მიეძღვნა, რომლის ჩვენებაც ქუთაისში ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. ღონისძიება პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 90, ხოლო აღსაყდრებიდან 45 წლის თავს მიეძღვნა. ჩვენებას როგორც სასულიერო ასევე საერო პირები დაესწრნენ. მეუფე კალისტრატე 2019 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1983 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დანიშნეს.