შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ
26.11.2022
უკან დაბრუნება
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. დარახველიძემ თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა,რომ ყველა მოძალადემ, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად უნდა აგოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა