შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა
26.11.2022
უკან დაბრუნება
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყოფილმა ქმარმა ქალს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში მუშაობდა, სამსახურში ბენზინი გადაასხა, რის შემდეგაც ცეცხლმოკიდებული ქალი ოთახში ჩაკეტა. ის მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.