შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ქალი გუშინ დაიღუპა
25.11.2022
უკან დაბრუნება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ქალი გუშინ დაიღუპა. შემთხვევა სექტემბერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ქონდა მიყენებული. დაჭრილი თავდაპირველად წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. სამწუხაროდ ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.