ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 9 პირი დააკავეს
25.11.2022
უკან დაბრუნება
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 9 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი.
დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.