თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა
25.11.2022
უკან დაბრუნება
თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერი ყოფილმა ქმარმა შურისძიების მიზნით მოკლა. მამაკაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. არსებული ინფორმაციით, მან მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. შემთხვევის დროს თავადაც დაშავდა, თუმცა მან გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.