საქართველოს პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას ესტუმრა
18.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას ესტუმრა და ფესტივალი---,,ქარავან-არტ ფორუმი ქუთაისი 2016” ოფიციალურად გახსნა, ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო.
გამოფენაზე მსოფლიოს 25 ქვეყნის მხატვართა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
თემაზე- ურბანული პეიზაჟები ქვეყნის მთავარ სარდალმა ქუთაისის ქუჩებშიც გაისეირნა, იმერეთის მეფეთა რეზიდენციას ესტუმრა, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და თეთრ ხიდზე პიკასოს ბიჭთან სიმბოლური ფოტოც გადაიღო.