შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც ყველა დასახელების წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს, უგუნურებაა
23.11.2022
უკან დაბრუნება
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც ყველა დასახელების წამალზე ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს, უგუნურებაა. ამის შესახებ გოცირიძე „ფეისბუქზე“ წერს და აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღება წამლების ხარისხის გაუარესებასა და მის დეფიციტს გამოიწვევს ფიქსირებული ფასების შემოღების მოტივი არის წამლებზე ხელმისაწვდომობის ზრდა დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის, სინამდვილეში კი ეს არის მხარდაჭერა მდიდრებისათვის ბიზნესისა და ბიუჯეტის ხარჯზე. ქვეყანა ბრუნდება ოცდაათი წლით უკან. კანონი გასაუქმებელი გახდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, თავის მავნე და შეიძლება გამოუსწორებელ ზემოქმედების მოხდენას მოასწრებს---- წერს გოცირიძე .