შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



23 ნოემბერს საქართველოს მართმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს
23.11.2022
უკან დაბრუნება
23 ნოემბერს საქართველოს მართმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. მთავარმოწამე გიორგი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ კი იგი იმპერატორს განუდგა და 30 წლის ასაკში ეწამა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართმადიდებლურ ტაძარში საღვთო ლიტურგია ჩატარდა. გიორგობა წელიწადში ორჯერ , 6 მაისს , წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს აღინიშნება.