შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი
22.11.2022
უკან დაბრუნება
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების შემოსულობების თანმიმდევრული ზრდა ძლიერი თვითმმართველობისათვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, კანონპროექტით, ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან და შედეგად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან.