შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ანგარიში მოსახლეობას
22.11.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ამირან კოპალეიშვილმა,რომელიც პარალელურად უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატია , მოსახლეობას მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში ჩააბარა. დღესვე ,მოქალაქეების წინაშე - საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე წარსდგა და ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს იგივე ფორმატში აგრძელებენ.