სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენების უკნონოდ დახოცვის ფაქტი გამოავლინა
22.11.2022
უკან დაბრუნება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, ფიზიკური პირის ეზოში, მიაკვლიეს ადგილს, სადაც ცხენებს უკანონოდ ხოცავდნენ. სასაკლაო კუსტარულად იყო მოწყობილი.
აღნიშნულ პირს 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ხოლო საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.