მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
22.11.2022
უკან დაბრუნება
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც არსებობს რეგიონში და გლობალურად ეკონომიკური განვითარების კუთხით. საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა პანდემიის შემდეგ აღდგენა. მინისტრის განმარტებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ქვეყანას მიმდინარე წელს 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა ქონდეს.