შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელოდებიან
21.11.2022
უკან დაბრუნება
დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელოდებიან - რატომ დაარქვეს ნოემბრის ბოლო პარასკევს "შავი პარასკევი". ამ ტრადიციის დამაარსებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. ის მადლიერების დღესასასწაულთანაა დაკავშირებული, რომელიც ნოებრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება.ყოველ წელს, ამ დღეს მაღაზიები სპეციალურ ფასდაკლებებს თითქმის ყველა სახის პროდუქტზე აწესებენ და მომხმარებლებს ეფექტური შემოთავაზებებით იზიდავენ. მასიური ფასდაკლებების შეთავაზება ამერიკაში დამკვიდრდა და ის მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი შავი პარასკევი 1966 წლიდან შემოვიდა. მისი სამშობლო ფილადელფიის შტატია. თავდაპირველად ტერმინი გზებზე საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. "შავი პარასკევის" ათვლა 23 -დან 29 ნოემბრამდე გრძელდება.