21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
21.11.2022
უკან დაბრუნება
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
მთავარანგელოზი მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა ლაოდიკიის კრებაზე დაწესდა, რომელიც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.
ქრისტიანობაში ცნობილია, რომ მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.
დღესასწაულთან დაკავშირები ყველა მოქმედ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.