ქვეყანაში H3N1 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, ექიმების განმარტებით ეს არის ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი და დაახლოებით, ხუთ დღეს გრძელდება. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა . როგორც ის აცხადებს ვირუსი საშიში არ არის და ის ძირითადად, ბავშვებში ვრცელდება. სპეციალისტების რეკომენდაციები იგივე რჩება, ხელის დეზინფექცირება, პირბადე და სასურველია, გრიპის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.