შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პოლიციამ თაღლითობის და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 4 პირი დააკავა
21.11.2022
უკან დაბრუნება
პოლიციამ თაღლითობის და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, დღეის მდგომარეობით 69080 აშშ დოლარს, 4830 ევროს და 6290 ლარს შეადგენს. პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და საბანკო პლასტიკური ბარათები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო დაკავებულების უძრავ ქონებას, ავტომანქანებსა და საბანკო ანგარიშებს.