ლიბერთი, მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტი 42 თვის განმავლობაში, 2021 წლის დეკემბერიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოს ოთხი რეგიონის, 18 მუნიციპალიტეტში, განხორციელდება და მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
პროექტის სტრატეგიული პარტნიორი ლიბერთი ბანკია. ბანკი ასევე უშუალოდ ჩართულია სასწავლო აქტივობებში და კონკურსის გამარჯვებულებს სპეცილურ შეთავზებებს შესთავაზებს.