შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტი „ახალი თაობის“ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს
14.11.2022
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტი „ახალი თაობის“ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტის ფარგლებში, პილოტური ინიციატივით „ახალი თაობის“ ეკონომიკური განვითარების გეგმა ექნება. ახალი მეთოდოლოგიის გაცნობისა და პილოტირების დაწყების მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით M4EG-ის გუნდის წევრები და საერთაშორისო კომპანია ARUP-ის ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ გიორგიძემ და ბაღდათის მერიის საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თინა აბულაძემ, ექსპერტებს მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალი გააცნეს. არსებულ გამოწვევებს გაუსვეს ხაზი და სამომავლო ნაბიჯები შეაჯერეს. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ის პროექტები მოინახულეს, რომლებიც M4eg პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივას "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" 2018 წელს შეურთდა.