დღეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი ეკუთვნის, 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. ლინდგრენს დღეს 115 წელი შეუსრულდებოდა.