შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს
11.11.2022
უკან დაბრუნება
დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს . ოპოზიციის ნაწილი მას მხარს არ უჭერს, რადგან თვლის, რომ მასში არ არის გათვალისწინებული საქართველოში არსებული რეალობა. ოპოზიციის უმრავლესობის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემთხვევაში ვერ შესრულდება ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი საერთოდ ფიქრობს, რომ ამ გამოწვევას ქვეყანამ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით უნდა უპასუხოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონს მაინც მიიღებენ, რადგან მთავარი მიზანი ევროპის 12 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებაა.