საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება
11.11.2022
უკან დაბრუნება
საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. "ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდ სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება.