2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება
10.11.2022
უკან დაბრუნება
2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება,
წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასები, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრო განსაზღვრავს რეფერენტულ ქვეყნებს და მედიკამენტებზე ფასების დადგენის პრინციპს.