საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა
10.11.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა.
სამართალდამცველებმა დაკავებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში აიყვანეს.
სამ პირს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაზე წარედგინა , რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.