საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსდება ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია
10.11.2022
უკან დაბრუნება
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსდება ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ამ დიაგნოზით, წლის განმავლობაში 6 000-მდე პაციენტი მიმართავს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს.