უკრაინაში ომის 260-ე დღეს საოკუპაციო ძალები ხერსონს ტოვებენ
10.11.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში ომის 260-ე დღეს საოკუპაციო ძალები ხერსონს ტოვებენ. გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა, მას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული მძიმე ვითარება გააცნო.
შოიგუმ სამხედრო მაღალჩინოსნებს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გარდა, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ადგილობრივი მცხოვრებლების გადაყვანაც დაავალა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე დაიკავეს ქალაქ ხერსონის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე რაიონი, მათ შორის, სნეგიროვკა და პრავდინო.