შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას, ბალიში G-20-ის ლიდერების სამიტს პირადად არ დაესწრება
10.11.2022
უკან დაბრუნება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას, ბალიში G-20-ის ლიდერების სამიტს პირადად არ დაესწრება. ამის შესახებ ინდონეზიაში რუსეთის საელჩოს CNN-ს განუცხადა. საელჩოს პროტოკოლის უფროსმა იულია ტომსკაიამ თქვა, რომ სამიტზე პუტინს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს. მისივე თქმით, პუტინს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა ერთ-ერთ შეხვედრას ონლაინ ფორმატში. მანამდე მედია წერდა, რომ მოგზაურობის გაუქმების გადაწყვეტილების მიზეზი კრემლში არსებული შიში იყო, რომ დასავლელი ლიდერები პუტინს მოერიდებოდნენ, თავს აარიდებდნენ ან დაუპირისპირდებოდნენ უკრაინაში ომის გამო.