გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავებმა საქართველოში ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს. ფართომაშტაბიანი ღონისძიება საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა.
გამოძიების ინფორმაციით დანაშაულის ჯგუფის საქმიალობას სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის საქართველოში კომპანიების დაფუნებას და მათ ბაზაზე ე.წ ქოლცენტრების საქმიანობას უკავშირდება.
დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.