ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული
09.11.2022
უკან დაბრუნება
ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყებამ „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად - მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, მოქალაქების კუთვნილ თანხას მოტყუებით დაეუფლა.
სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 პირი და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში 719 408 ლარს შეადგენს.