თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი
09.11.2022
უკან დაბრუნება
თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში, IRI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ კვლევას პრობლემა აქვს. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ამ კვლევაში სხვა მაჩვენებლებიც მიუთითებს პრობლემურობაზე, მაგალითად ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე მის თანაპარტიელებს, რომლებიც მისივე მოსაზრებით, ახლოსაც ვერ მივლენ სააკაშვილთან ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით.