საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის ახალი ინიციატივა
15.10.2015
უკან დაბრუნება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი კვლავ ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლას გეგმავს და არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მიუხედავად ამ განწყობისა, თამაზ მეჭიაურმა პელანარულ სხდომაზე დღეს ეს საკითხი არ დააყენა და ჟურნალისტებთან მიზეზები განმარტა. როგორც მეჭიაური ამბობს, ჯერ ეს საკითხი მმართველ გუნდთან უნდა გაიაროს და საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბოს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მარტო ის რომ წყვეტდეს საკითხს, კომისიას აუცილებლად შექმნიდა. მეჭიაურის ინიციატივას, ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება. "ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავ შეიქმნას საგამოძიებო კომისია," - აცხადებს გიგი წერეთელი.
დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა მეჭიაურის ამ ინიციატივას დაყენების შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს.