შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
08.11.2022
უკან დაბრუნება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ასახელებს. პარტია „საქართველოსთვის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ხმას მოსახლეობის სამი პროცენტი მისცემდა , „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ლეიბორისტულ პარტიას“ პარტია გირჩს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ორი პროცენტი აქვთ, „ლელოს “ და „მოქალაქეებს“ გამოკითხულთა თითო-თითო პროცენტი.