12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
08.11.2022
უკან დაბრუნება
12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარების წერილშია აღნიშნული, რომელიც სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნეს.
როგორც წერილშია აღნიშნული ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საეჭვო განაჩენი, ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით.